არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 16 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო ექვსწლიან პატიმრობას უფარდებს ძმა იური საველიევს

რუსეთის სასამართლო ექვსწლიან პატიმრობას უფარდებს ძმა იური საველიევს

2020 წლის 16 დეკემბერს ქალაქ ნოვოსიბირსკში მდებარე ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა შეუფარდა ძმა იური საველიევს. ჩვენი ძვირფასი ძმა იური სიმტკიცეს ინარჩუნებს და მხნეობას არ კარგავს, რადგან კარგად იცის, რომ მისი დაპატიმრებით ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება.

9 დეკემბერს, როცა სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით გამოდიოდა, იურიმ ისარგებლა შემთხვევით და გაბედულად დაამოწმა თავისი რწმენის შესახებ. დამსწრეთა წინაშე მან განაცხადა: «ახლა ყველა თქვენგანის თვალწინ იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება სრულდება. ის წმინდა წერილებში, ბიბლიაშია, ჩაწერილი კერძოდ, მარკოზის 13:9-ში. იქ ვკითხულობთ: „ფრთხილად იყავით! ჩემ გამო გადაგცემენ სასამართლოებს, გცემენ სინაგოგებში და გამგებელთა და მეფეთა წინაშე დაგაყენებენ, რაც ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ“».