არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 8 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო ექვს იეჰოვას მოწმეს პირობით სასჯელს უფარდებს

რუსეთის სასამართლო ექვს იეჰოვას მოწმეს პირობით სასჯელს უფარდებს

2020 წლის 8 ოქტომბერს ქალაქ ულიანოვსკში მდებარე ზასვიაჟსკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმები, ალექსანდრე განინი, ხორენ ხაჩიკიანი, ანდრეი ტაბაკოვი და მიხაილ ზელენსკი, აგრეთვე ცოლ-ქმარი სერგეი და ნატალია მისინები; მათ ორწელიწად-ნახევრიდან ოთხ წლამდე ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჯერად ამ და-ძმებს არ მოუწევთ სასჯელის ციხეში მოხდა.