2021 წლის 2 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო კრძალავს JW ბიბლიოთეკის აპლიკაციის გამოყენებას
2021 წლის 31 მარტს სანქტ-პეტერბურგში მდებარე ოქტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ ექსტრემისტულად შერაცხა JW ბიბლიოთეკის აპლიკაცია და აკრძალა მისი გამოყენება რუსეთის ფედერაციისა და ყირიმის მასშტაბით. მთავრობას უკვე შეუძლია, აამოქმედოს აღნიშნული გადაწყვეტილება. აპლიკაციის წვდომასთან დაკავშირებით უკვე შეიქმნა პრობლემები. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება.