2019 წლის 30 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო მომდევნო კვირაში განაჩენს გამოუტანს ძმა მოსკალენკოს
ხაბაროვსკის ჟელეზნადაროჟნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ივან ბელიხი 2019 წლის 2 სექტემბერს 52 წლის ძმა ვალერი მოსკალენკოს განაჩენს გამოუტანს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ძმა ვალერი მოსკალენკო 2018 წლის 2 აგვისტოდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. ამ დღეს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა მის სახლში რეიდი მოაწყვეს, რომელიც დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. ვინაიდან წინასწარ პატიმრობაში წელიწადზე მეტხანს იმყოფებოდა, ვვარაუდობთ, რომ დენის კრისტენსენის მსგავსად მასაც დამნაშავედ ცნობენ და პატიმრობას მიუსჯიან.
2018 წლის 18 დეკემბერს სარჩელი „მოსკალენკო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ 50-ზე მეტი საქმეა განსახილველად შეტანილი. აქედან 34 უკვე რუსეთის მთავრობას გადაეგზავნა.
ვამაყობთ ჩვენი რუსი და-ძმებით, რომლებიც „მოთმინებითა და რწმენით ... ყოველგვარ დევნასა და გასაჭირს“ იტანენ (2 თესალონიკელები 1:4). აშკარაა, რომ იეჰოვა მხარს უჭერს მათ და კურთხევას არ აკლებს. ვლოცულობთ, რომ მან კვლავაც გააძლიეროს ძმა მოსკალენკო, რათა სიხარული არ დაკარგოს იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.