არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 25 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო ორწლიან პირობით სასჯელს აკისრებს ძმა კონსტანტინ ბაჟენოვს, მის მეუღლესა და 73 წლის დას

რუსეთის სასამართლო ორწლიან პირობით სასჯელს აკისრებს ძმა კონსტანტინ ბაჟენოვს, მის მეუღლესა და 73 წლის დას

2020 წლის 25 სექტემბერს, ელიზოვსკის რაიუნულმა სასამართლომ (კამჩატკის ტერიტორია), დამნაშავედ ცნო ძმა კონსტანტინ ბაჟენოვი, მისი მეუღლე სნეჟანა და ხანდაზმული და ვერა ზოლოტოვა. პროკურატურა ითხოვდა, რომ ბაჟენოვები 600 000 რუბლით (7 850 აშშ დოლარი) დაეჯარიმებინათ, ვერა ზოლოტოვა კი — 400 000 რუბლით (5 235 აშშ დოლარი). სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული მოთხოვნა და ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა თითოეულ მათგანს. ორი წლის შემდეგ კი მათ ექვსთვიანი შეზღუდვების დაცვა დაეკისრებათ. და ვერა ზოლოტოვასა და ცოლ-ქმარ ბაჟენოვებს უხარიათ, რომ არ მოუწევთ სასჯელის ციხეში მოხდა და არც ჯარიმის გადახდა.