2020 წლის 24 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო ორწლიან პირობით სასჯელს უფარდებს ძმა სერგეი ლედენიოვს
2020 წლის 24 ნოემბერს კამჩატკის მხარეში მდებარე პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა სერგეი ლედენიოვი. მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, რომლის მოხდის შემდეგაც ის სამი წლის განმავლობაში პრობაციის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ამ ეტაპზე მას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.
ბოლო სასამართლო მოსმენაზე ძმა სერგეიმ გაბედულად ახსნა, რას ნიშნავს, იყო იეჰოვას მოწმე. მან აღნიშნა: «იეჰოვა არ არის ადამიანთა ჯგუფის, ორგანიზაციის ან აღმსარებლობის სახელი. იეჰოვა არის ღვთის საკუთარი სახელი. ბიბლიაში, ესაიას წინასწარმეტყველებაში, იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს მიმართავს: „თქვენ ხართ ჩემი მოწმეები“. ამ მუხლის საფუძველზე 1931 წელს გამართულ კონგრესზე ჩვენ „იეჰოვას მოწმეები“ გვეწოდა. ამ სახელწოდებიდან კარგად ჩანს ჩვენი, როგორც ღვთის მოწმეების, მთავარი საქმიანობა — მოვუთხროთ სხვებს ჩვენი შემოქმედის, მხსნელისა და სამყაროს უზენაესი მმართველის და იმის შესახებ, თუ რა შესანიშნავი განზრახვები აქვს მას ადამიანებთან დაკავშირებით. ეს ჩემთვის და ჩემი თანამორწმუნეებისთვის უდიდესი პატივია» (ესაია 43:10).
სერგეიმ მტკიცედ განუცხადა სასამართლოს: „მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და ამიტომ არაფრის მრცხვენია. სინდისი სუფთა მაქვს ღვთისა და ადამიანების წინაშე“.