2021 წლის 24 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო პატიმრობას უფარდებს ძმა რომან ბარანოვსკის და მის ხანდაზმულ დედას, და ვალენტინა ბარანოვსკაიას
2021 წლის 24 თებერვალს აბაკანის (ხაკასეთი) საქალაქო სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ძმა რომან ბარანოვსკის. სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა აგრეთვე რომანის დედას, და ვალენტინა ბარანოვსკაიას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რწმენის გამო დას უწევს სასჯელის საპატიმროში მოხდა. ვალენტინას 70 წელი შეუსრულდება აპრილში. გარდა ამისა, მან მიიღო ინსულტი 2020 წლის ივლისში.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ორივენი ციხეში გადაიყვანეს. მათი ადვოკატები გაასაჩივრებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას.