არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 3 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო პირობით სასჯელს აკისრებს ძმა არტურ ლოხვიცკის

რუსეთის სასამართლო პირობით სასჯელს აკისრებს ძმა არტურ ლოხვიცკის

2021 წლის 2 თებერვალს ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 35 წლის ძმა არტურ ლოხვიცკი. სასამართლომ მას ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ ის პრობაციის სამსახურის დაკვირვების ქვეშ იქნება სამი წლის განმავლობაში. ამჟამად არტურს არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.

სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას არტურმა აღნიშნა: «ამ სასამართლო პროცესში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია; მნიშვნელობა არა აქვს, როგორი იქნება შედეგი. მე კიდევ ერთხელ დავინახე, როგორ სრულდება იესო ქრისტეს სიტყვები, რომლებიც მარკოზის სახარების მე-13 თავის მე-9 და მე-10 მუხლებში წერია: „ფრთხილად იყავით! ჩემ გამო გადაგცემენ სასამართლოებს, ... რაც ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ. თუმცა ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“. ამის ცოდნა აღმძრავს, სხვებსაც ვესაუბრო ღვთის განზრახვების შესახებ, რასაც დიდ პატივად მივიჩნევ, თქვენო ღირსებავ!».