არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 26 იანვარი
რუსეთი

რუსეთის სასამართლო პირობით სასჯელს უფარდებს და გალინა პარკოვას

რუსეთის სასამართლო პირობით სასჯელს უფარდებს და გალინა პარკოვას

2021 წლის 26 იანვარს ქალაქ დონის როსტოვში მდებარე ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და გალინა პარკოვა და ორი წლითა და სამი თვით პირობითი სასჯელი შეუფარდა მას. ამჟამად გალინას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.

სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით გამოსვლისას და გალინამ გაბედულად განაცხადა: «როგორც მორწმუნე ადამიანს, კარგად მესმის, რატომ ვდგავარ ამ სირთულეების წინაშე. ჩემმა უფალმა, იესო ქრისტემ, იწინასწარმეტყველა ამ მიზეზების შესახებ იოანეს სახარების მეთხუთმეტე თავის მეოცე მუხლში. მან თქვა: „მონა თავის ბატონზე მეტი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიან, თქვენც გაგდევნიან“.

თუ ასე მოექცნენ იესოს, რომელიც კურნავდა და კვებავდა ადამიანებს, აგრეთვე ზეციერ მამასა და თავის მომავალ სამეფოზე ესაუბრებოდა მათ, მაშ როგორ მოპყრობას უნდა მოელოდნენ იესოს მიმდევრები? ჩემი რწმენის გამო დევნა კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორ გზას ვადგავარ».