არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ოლგა სილაევა, ტატიანა შამშევა, ვლადიმერ ხოხლოევი და ედუარდ ჟინჟიკოვი სასამართლო პროცესზე (2020 წლის 28 ოქტომბერი)

2020 წლის 28 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო ძალაში ტოვებს ორი დისა და ორი ძმის გამამტყუნებელ განაჩენს

რუსეთის სასამართლო ძალაში ტოვებს ორი დისა და ორი ძმის გამამტყუნებელ განაჩენს

2020 წლის 28 ოქტომბერს ბრიანსკის რეგიონულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ძმების, ვლადიმერ ხოხლოევისა და ედუარდ ჟინჟიკოვის, აგრეთვე დების, ტატიანა შამშევასა და ოლგა სილაევას, წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. წინა ინსტანციის სასამართლოს მათთვის მისჯილი ჰქონდა 12-დან 15 თვემდე პატიმრობა. თუმცა, ვინაიდან მათ უკვე გატარებული ჰქონდათ აღნიშნული პერიოდი წინასწარი დაკავების იზოლატორში, საჭირო აღარ იყო სასჯელის მოხდა დამატებითი ვადით. 28 ოქტომბრის სასამართლო გადაწყვეტილებით, და-ძმებს კვლავ ექნებათ ნასამართლეობის სტატუსი. აღნიშნულის მიუხედავად, მათ ძალიან ახარებთ ციხიდან გათავისუფლება. პროკურატურა არ გეგმავს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მათი განაჩენის უფრო დამძიმების მიზნით.

თავდაპირველი განაჩენის გამოტანამდე წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ძმებმა 316 დღე გაატარეს, დებმა კი — 245. გათავისუფლების შემდეგ ამ ორი დისგან აღებული ინტერვიუ ნაჩვენები იყო ხელმძღვანელი საბჭოს 2020 წლის მე-5 ანგარიშში. მათ აღნიშნეს, რომ ლოცვა, ბიბლიის კითხვა და მადლიერების გრძნობის შენარჩუნება დაეხმარათ განსაცდელის სიხარულით ატანაში.