2021 წლის 28 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო ძალაში ტოვებს JW ბიბლიოთეკის აკრძალვის შესახებ გამოტანილ განაჩენს
2021 წლის 27 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ექსტრემისტულად გამოცხადდა JW ბიბლიოთეკის აპლიკაცია და აიკრძალა მისი გამოყენება რუსეთის ფედერაციისა და ყირიმის მასშტაბით. სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.