არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 22 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო ძმა სემიონ ბაიბაკს პირობით სასჯელს უფარდებს

რუსეთის სასამართლო ძმა სემიონ ბაიბაკს პირობით სასჯელს უფარდებს

2020 წლის 21 დეკემბერს დონის როსტოვში მდებარე ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა სემიონ ბაიბაკი და მას სამწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. ამჯერად ძმა სემიონს სასჯელის ციხეში მოხდა არ მოუწევს.

რამდენიმე დღით ადრე, სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს, სემიონმა ადამიანის უფლებების საკითხებში ცნობილი რუსი აქტივისტის სიტყვების ციტირება გააკეთა, რომელმაც აღნიშნა: „ისინი [იეჰოვას მოწმეები] იდევნებიან, მაგრამ იღიმიან“. შემდეგ სემიონმა განაცხადა: „ეს სიმართლეა! მე არ ვვარდები სასოწარკვეთილებაში და არც სიძულვილს ვგრძნობ“. ამის შემდეგ მან წაიკითხა 2 კორინთელების 4:8, 9 და ეს სიტყვები საკუთარ თავს და რუსეთში მცხოვრებ თანაქრისტიანებს დაუკავშირა: „ჩვენ ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არ ვართ, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილნი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არ ვართ; დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გათელილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი“.