2021 წლის 15 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო ჯარიმას აკისრებს და სვეტლანა მონისს რწმენის გამო
2021 წლის 15 თებერვალს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სვეტლანა მონისი აკრძალული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის გამო. სასამართლომ მას 10 000 რუბლის (135 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
საბოლოო სიტყვაში სველტლანამ გაბედულად დაიცვა თავისი რწმენა. მან თქვა: „მინდა აღვნიშნო, რომ დღეს სასამართლოს წინაშე ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს და მისი მამის, იეჰოვა ღმერთის, სახელის გამო ვდგავარ. 1 პეტრეს 4:14—16 ში-ნათქვამია: „თუ ქრისტეს სახელისთვის შეურაცხგყოფენ, ბედნიერები ხართ, რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული. ნურცერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა როგორც ქურდს, მკვლელს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს, მაგრამ, თუ ქრისტიანობის გამო გიწევთ ტანჯვა, კი არ შეგრცხვეთ, არამედ როგორც ღვთის სახელის მატარებლებმა, კვლავაც განადიდეთ ღმერთი“.