არჩეულ მასალაზე გადასვლა

რუსეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იური ივანენკო აცხადებს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას

2017 წლის 21 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები დამნაშავედ ცნო

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები დამნაშავედ ცნო

საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, 2017 წლის 20 აპრილს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები უკანონო საქმიანობაში დაადანაშაულა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ იური ივანენკომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრისა და მასთან კავშირში მყოფი იურიდიული პირების ლიკვიდაციის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლიკვიდირებული ორგანიზაციის ქონება სახელმწიფო საკუთრებაში უნდა გადავიდეს.

მოსამართლე ივანენკომ აგრეთვე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში. ამ გადაწყვეტილების თანახმად, იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების საქმიანობა მთელი რუსეთის მასშტაბით აიკრძალება. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატაში გაასაჩივრებენ, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

იეჰოვას მოწმეების ადვოკატები

ვასილი კალინი, რომელიც 4 წლის ასაკში მშობლებთან ერთად რწმენის გამო ციმბირში გადაასახლეს, აღნიშნავს: „დღეს მიღებული გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას სრულიად შეცვლის. რელიგიური მსახურების გამო შესაძლოა თითოეული მოწმის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს“.

ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, აღნიშნავს: «სამწუხაროა, რომ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ობიექტურად შევაფასებთ წერილობით შუამდგომლობებსა და წარდგენილ მტკიცებულებებს, მხოლოდ ერთ ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ — იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრს არანაირი კავშირი არა აქვს „ექსტრემისტულ საქმიანობასთან“. ჩვენ გავასაჩივრებთ მიღებულ გადაწყვეტილებას».