არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა იგორ ავრამენკო და მისი მეუღლე ელენა

2020 წლის 30 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ძარცვავენ გარდაცვლილი ძმის სახლს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ძარცვავენ გარდაცვლილი ძმის სახლს

2020 წლის 23 მარტს ხაბაროვსკის მხარეში (რუსეთი) ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გაძარცვეს ძმა იგორ ავრამენკოს სახლი, რომელიც ექვსი დღის გარდაცვლილი იყო გულის უკმარისობით. გამომძიებლებმა მის მეუღლეს ჩხრეკის ორდერი აჩვენეს, რომელიც, მართალია, იგორ ავრამენკოს სახელზე იყო გაცემული, მაგრამ მათ მაინც განახორციელეს ჩხრეკა, რის შემდეგაც სახლიდან წაიღეს კომპიუტერი, ფოტოაპარატი და სხვა პირადი ნივთები, რომლებიც ძმა იგორის ქვრივს, ელენას ეკუთვნოდა.

იმავე დღეს, ცოტა ადრე, სამართალდამცავებმა ელენას სამსახურში მიაკითხეს და სახლში წაიყვანეს, სადაც მას მთავარი გამომძიებელი, სტანისლავ გრებენკინი ელოდებოდა ჩხრეკის ორდერით. და ელენამ შეატყობინა ბატონ გრებენკოს თავისი ქმრის გარდაცვალების შესახებ. გამომძიებელმა მას უთხრა, რომ იგორის გარდაცვალების ფაქტი მისთვის უკვე ცნობილი იყო, თუმცა ჩხრეკას მაინც განახორციელებდა, რაც იმით ახსნა, რომ ორდერი იგორის გარდაცვალებამდე იყო გაცემული.

გამომძიებელმა დაარწმუნა და ელენა, რომ ოფიცრები უბრალოდ სახლის ზედაპირულ შემოწმებას განახორციელებდნენ, ვინაიდან ეს ქმედება საჭირო იყო სასამართლო საქმის მალევე დასახურად და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის არქივში მის გადასატანად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მათ, ფაქტობრივად, სახლის ძარცვა დაიწყეს.

ხაბაროვსკის მხარეში სულ ათი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგაა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მართალია, სამართალდამცავები ყველანაირად ცდილობენ, რწმენა შეურყიონ რუსეთში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს, მაგრამ გვჯერა, რომ ისინი ჩვენს მოსიყვარულე მამაზე, იეჰოვაზე, იქნებიან დაიმედებულნი და მათი „ძლევამოსილება მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“ (ესაია 30:15).