14 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის ციხიდან 71 წლის ვილენ ავანესოვი გაათავისუფლეს
2024 წლის 9 თებერვალს თითქმის 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს ვილენ ავანესოვი. ის 2019 წლის მაისში დააკავეს, 2021 წლის 29 ივლისს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვინაიდან მას წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე ჰქონდა გატარებული გარკვეული პერიოდი, ციხეში სასჯელის სრულად მოხდა აღარ მოუწია. მისი ვაჟი არსენიც მასთან ერთად დააპატიმრეს. ის დღემდე პატიმრობაში რჩება.
ვილენის გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე მისმა მეუღლემ, სტელა ავანესოვამ აღნიშნა: „ვილენი ორწელიწად-ნახევარი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იყო. მასთან დაკავშირების საშუალებას არ გვაძლევდნენ; წერილის მიწერაც კი არ შეგვეძლო. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩვენთვის. ძალიან ვნერვიულობდი. ჩემი ქმარიც და შვილიც დაპატიმრებულები იყვნენ. მაფიქრებდა, მარტო როგორ შევძლებდი ოჯახის რჩენას“.
სირთულეების მიუხედავად, ვილენსაც და სტელასაც ყოველთვის ახსოვდათ, რომ იეჰოვა მათთან იყო. სტელა განაგრძობს: „ვილენმა მითხრა, რომ ყოველ ჯერზე, როცა საპატიმროდან სასამართლო დარბაზში გადაჰყავდათ, მის გასამხნევებლად მოსულ და-ძმებს ხედავდა. ეს მას იეჰოვას მხარდაჭერაში არწმუნებდა. იეჰოვას მეც არასოდეს მივუტოვებივარ და ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ის ყოველთვის დაეხმარება თავის ერთგულ მსახურებს“.
გვიხარია, რომ ვილენი და სტელა კვლავ ერთად არიან. ვლოცულობთ მათ ვაჟზე, არსენზე და პატიმრობაში მყოფ ყველა და-ძმაზე. გვჯერა, რომ იეჰოვა იქნება მათთვის სინათლე, მხსნელი და „სიცოცხლის ბურჯი“ (ფსალმუნი 27:1).