არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეებისთვის ჩამორთმეული ორი კერძო საკუთრება სანქტ-პეტერბურგში; ყოფილი ფილიალის შენობა სოლნეჩნოეში (მარცხნივ) და ყოფილი საკონგრესო დარბაზი კოლომიაჟსკის პროსპექტზე (მარჯვნივ)

2019 წლის 4 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეებს მთლიანობაში 57 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა კერძო საკუთრება ჩამოართვა

რუსეთის ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეებს მთლიანობაში 57 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა კერძო საკუთრება ჩამოართვა

2017 წლის 20 აპრილიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური საქმიანობა ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს და-ძმებს სასტიკად დევნიან და აპატიმრებენ. ხელისუფლებამ აგრეთვე მოახდინა იეჰოვას მოწმეთა საკუთრებაში არსებული 131 უძრავი ქონების კონფისკაცია; იგივე საფრთხე ემუქრება 60 კერძო საკუთრებას. ჩამორთმეული კერძო საკუთრებების საერთო ღირებულება 57 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ჩამორთმეულ უძრავ ქონებათა შორის ერთ-ერთი სოლნეჩნოეში მდებარე რუსეთის ყოფილი ფილიალის კომპლექსია, რომლის მფლობელიც „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“ იყო (იხილეთ სურათი ზემოთ მარცხნივ). მხოლოდ აღნიშნული ქონება დაახლოებით 30 მილიონ დოლარადაა შეფასებული. სხვა ჩამორთმეულ საკუთრებათა შორის 43 ეკუთვნის უცხოურ იურიდიულ პირებს, რომლებიც არსებობენ ავსტრიაში, დანიაში, ფინეთში, ნიდერლანდში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და შეერთებულ შტატებში. ზემოაღნიშნული კონფისკაციის ფაქტები უკანონო ქმედებებია, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის შესახებ არ აძლევს ხელისუფლებას იურიდიულ საფუძველს, რომ განახორციელოს უცხოური პირების მფლობელობაში არსებული საკუთრებების კონფისკაცია.

იეჰოვას მოწმეებმა სარჩელი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ყოფილი ფილიალის კონფისკაციის საქმესთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, თუ რას გადაწყვეტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ჩვენ კვლავ იეჰოვაზე ვამყარებთ იმედს. ვლოცულობთ, რომ რუსეთში მცხოვრებმა და-ძმებმა ბოლომდე შეძლონ გაბედულების გამოვლენა და არ დაუშვან, რომ ჩხრეკების, დაპატიმრებების და შეხვედრის ადგილების ჩამორთმევის გამო შეწყვიტონ იეჰოვასადმი თაყვანისცემა „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:23).