არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 20 მარტი
რუსეთი

რუსეთის ხელისუფლება ათავისუფლებს სურგუტში სამი დაკავებული იეჰოვას მოწმიდან ერთ-ერთს

რუსეთის ხელისუფლება ათავისუფლებს სურგუტში სამი დაკავებული იეჰოვას მოწმიდან ერთ-ერთს

2019 წლის 7 მარტს ხანტი-მანსიისკის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სურგუტის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძმა არტურ სევერინჩიკის დაპატიმრების თაობაზე. ის 15 მარტს გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.

ძმა სევერინჩიკი ერთ-ერთი იყო იმ სამიდან, რომლებიც 17 თებერვალს ქალაქ სურგუტსა და ქალაქ ლიანტორში ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. სასამართლომ უარი თქვა დანარჩენი ორი ძმის, ევგენი ფედინისა და სერგეი ლოგინოვის, გათავისუფლებაზე.

შექმნილმა ვითარებამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით ძმა ლოგინოვს ჩაუტარდა დამოუკიდებელი სამედიცინო გამოკვლევები, ვინაიდან მან სხეულის სერიოზული დაზიანებები მიიღო ცემის შედეგად.

ყველანი ერთად ვხარობთ ძმა არტურ სევერინჩიკის გათავისუფლებით და ვლოცულობთ, რომ რუსეთში რწმენის გამო დაპატიმრებული თანაქრისტიანები ბოლომდე მიენდონ იეჰოვას, რომელიც არ დაუშვებს მათ წაბორძიკებას (ფსალმუნი 16:8).