არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 8 მარტი
რუსეთი

აიკრძალება იეჰოვას მოწმეების საქმიანობა რუსეთში?

აიკრძალება იეჰოვას მოწმეების საქმიანობა რუსეთში?

2017 წლის 21 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრს ახალი ბრძანებულება გაუგზავნა. ამჯერად სამინისტრომ ადმინისტრაციული ცენტრისგან რუსეთში არსებული იეჰოვას მოწმეების 2 227 კრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.

იუსტიციის სამინისტრომ ეს ბრძანება მაშინ გამოსცა, როცა ადმინისტრაციულ ცენტრში გენერალური პროკურატურის ბრძანებით დეტალური შემოწმება მიმდინარეობდა. ამ შემოწმების ძირითადი მიზანი იეჰოვას მოწმეების იურიდიულ პირებზე ინფორმაციის მოპოვება იყო. იურიდიული პირი მოიცავს იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრსა და ადგილობრივ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომელთაც მოწმეები იმ მიზნით იყენებენ, რომ შეიძინონ საკუთრებები რელიგიური მიზნებისთვის. 2017 წლის 27 თებერვალს იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა ადმინისტრაციული ცენტრის შემოწმება და იგი კანონდარღვევასა და ექსტრემისტულ საქმიანობაში დაადანაშაულა.

მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო. ერთი რამ ცხადია — იუსტიციის სამინისტროს ახლა უკვე იეჰოვას მოწმეების კრებები ჰყავს მიზანში ამოღებული. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ გენერალური პროკურორის მიზანია, არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების ლიკვიდაცია მოახდინოს, არამედ მთელ რუსეთში აკრძალოს იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა.