არჩეულ მასალაზე გადასვლა

რუსეთში 78 წლის კალერია მამიკინას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მისი რწმენის გამო

2019 წლის 26 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში ავიწროებენ ხანდაზმულ იეჰოვას მოწმეებს, რომელთა შორისაც რამდენიმე 70 წელსაა გადაცილებული

რუსეთში ავიწროებენ ხანდაზმულ იეჰოვას მოწმეებს, რომელთა შორისაც რამდენიმე 70 წელსაა გადაცილებული

78 წლის ძმას, ბორის ბურილოვს, ექსტრემიზმში სდებენ ბრალს (ქალაქი პერმი)

2019 წლის მაისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არხანგელსკისა და ვოლგოგრადის მხარეებში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩვენი ორი ხანდაზმული დის წინააღმდეგ. 78 წლის და კალერია მამიკინასა და 71 წლის და ვალენტინა მახმადგაევას წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. მათ ბრალად ედებათ ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობა უბრალოდ იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეები არიან.

2018 წლის აპრილში პოლიციამ ქალაქ ვლადივოსტოკში სისხლის სამართლის საქმე აღძრა 5 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ, რომელთა შორისაც არის 84 წლის და ელენა ზაიშჩუკი. დღესდღეობით რუსეთში 70 წელს გადაცილებულ 10 და-ძმას აქვს ბრალი წაყენებული მშვიდობიანი რელიგიური მსახურების გამო.

მართალია, ამ ხანში შესული და-ძმებიდან არცერთი არ იმყოფება პატიმრობაში, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ შექმნილი ვითარების გამო ისინი უდიდესი სტრესის ქვეშ არიან. თუ გამოძიება გაგრძელდება და სასამართლო მათ დამნაშავეებად ცნობს, ჩვენს ხანდაზმულ და-ძმებს ან დიდი ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ ან პატიმრობა ელით.

2019 წლის 17 ივნისისთვის იმ და-ძმების რიცხვმა, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული რუსეთში, 215-ს მიაღწია და ეს რიცხვი დღითი დღე მატულობს. გთხოვთ, ყოველთვის მოიხსენიოთ რუსეთში მცხოვრები და-ძმები ლოცვებში, დროდადრო სახელებითაც. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა კვლავ გააძლიერებს მათ „მთელი ძალით მისი დიდებული ძლევამოსილებისამებრ“, რათა ყველაფერი მოითმინონ და სულგრძელნი იყვნენ სიხარულით (კოლოსელები 1:11).