არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 13 ივლისი
რუსეთი

რუსეთში იეჰოვას მოწმე წყვილი დააპატიმრეს

რუსეთში იეჰოვას მოწმე წყვილი დააპატიმრეს

2018 წლის 6 ივლისს რუსეთში ქალაქ ომსკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სერგეი და ანასტასია პოლიაკოვებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმე ქალი დააპატიმრა.

მოსკოვში არსებულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა ცენტრმა „სოვამ“ განაცხადა: „მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს რელიგიურ დისკრიმინაციასთან“.

ამჟამად რუსეთში რწმენის გამო 21 ძმა და 1 და იმყოფება პატიმრობაში. კვლავაც ვლოცულობთ მათთვის და ვთხოვთ იეჰოვას, ჩვენს შემწეს, რომ მისცეს მათ საჭირო ძალა და გაბედულება (ებრაელები 13:6).