არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 1 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში კიდევ ერთი იეჰოვას მოწმე ცნეს დამნაშავედ

რუსეთში კიდევ ერთი იეჰოვას მოწმე ცნეს დამნაშავედ

2019 წლის 1 აპრილს რუსეთში იმ სასამართლომ, რომელმაც ძმა დენის კრისტენსენს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დამნაშავედ ცნო 56 წლის სერგეი სკრინიკოვი იმ მიზეზით, რომ ის, როგორც ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, მონაწილეობას იღებდა რელიგიურ მსახურებაში. სასამართლომ მას დიდი ფულადი ჯარიმა დააკისრა, 5 348 დოლარის (350 000 რუბლი; 4 758.95 ევრო) ოდენობით. სერგეისთვის არ მიუსჯიათ პატიმრობა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე ითხოვდა მისთვის სამწლიანი პატიმრობის შეფარდებას.

ძმა სერგეისა და მის მეუღლე ნინას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ისინი თავიანთ ქალიშვილსა და მის ქმარს ხუთი შვილის გაზრდაში ეხმარებიან. გარდა ამისა, სკრინიკოვების ოჯახი ზრუნავს ნინას ხანდაზმულ მშობლებზე.

სასამართლოზე ძმა სერგეიმ მტკიცედ დაიცვა საკუთარი პოზიცია და ამავდროულად, პატივისცემა გამოავლინა მსმენელების მიმართ. მან თქვა: „თუ არსებულ ვითარებას ურწმუნო ადამიანის თვალით შეხედავ, შეიძლება გული გაგიტყდეს ... მაგრამ მე, როგორც იეჰოვას მოწმე, შექმნილ სიტუაციას რწმენის თვალით ვუყურებ. თუ ღმერთი დაუშვებს, რომ ციხეში მოვხვდე, მაშინ ამ სამ წელს ისე კი არ შევხედავ, როგორც სადამსჯელო ღონისძიებას, არამედ, როგორც განსაკუთრებულ დავალებას ახალ ტერიტორიაზე. გული ნამდვილად არ გამიტყდება ... ჩვენ ციხეში ვიქნებით თუ გარეთ, ღმერთი მაინც იგივე დარჩება. ჩვენ მიტოვებულები არა ვართ. ის ყოველთვის და ყველგან ჩვენ გვერდითაა, სანამ მისი ერთგულები ვართ“.

ძალიან გამამხნევებელია, როცა ჩვენი თანამორწმუნეები ისეთივე ძლიერ რწმენას ავლენენ, როგორსაც ძმა სერგეი. როდესაც ვფიქრობთ, თუ რა მძიმე განსაცდელებს ხვდებიან ისინი, ჩვენც გვიჩნდება სურვილი, რომ ლოცვისას მოციქული პავლეს სიტყვები გავიმეოროთ: „იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით თქვენი რწმენის მეშვეობით, რათა იუხვოთ იმედში წმინდა სულის ძალით“ (რომაელები 15:13).