არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსეი ბუდენჩუკი, კონსტანტინე ბაჟენოვი, ფელიქს მახამადიევი, ალექსეი მირეცკი, რომან გრიდასოვი და გენადი გერმანი დაპატიმრებამდე.

2019 წლის 23 სექტემბერი
რუსეთი

რუსეთში კიდევ ექვსი ძმა დააპატიმრეს

რუსეთში კიდევ ექვსი ძმა დააპატიმრეს

2019 წლის 19 სექტემბერს, ხუთშაბათს, რუსეთის ქალაქ სარატოვში ექვსი ძმა დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იეჰოვას მოწმეები არიან.

სარატოვში, ლენინის სახელობის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, დიმიტრი ლარინმა სამწელიწად-ნახევარი შეუფარდა კონსტანტინე ბაჟენოვს და ალექსეი ბუდენჩუკის, ფელიქს მახამადიევს — სამი, ხოლო რომან გრიდასოვს, გენადი გერმანსა და ალექსეი მირეცკის — ორ-ორი წელი. გარდა ამისა, განაჩენში აღნიშნული იყო, რომ პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ექვსივე ძმას ხუთი წლის განმავლობაში აკრძალული ექნება ნებისმიერი ორგანიზაციული საქმის ხელმძღვანელობა. დაცვის მხარე აპირებს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

ამ ძმების მიმართ სისხლის სამართლის საქმე მაშინ აღიძრა, როცა 2018 წლის 12 ივნისს რუსეთის ხელისუფლებამ სარატოვში იეჰოვას მოწმეების 7 სახლში რეიდები ჩაატარა. ყველა ძმა დაოჯახებულია. ძმა ბუდენჩუკს ორი შვილი ჰყავს, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან. ძმებმა ბუდენჩუკმა, ბაჟენოვმა და მახამადიევმა, თითქმის ერთი წელი გაატარეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

სასამართლოში ძმებმა ბოლო სიტყვაში რამდენიმე ციტატა მოიყვანეს ბიბლიიდან და აღნიშნეს, რომ არ სძულდათ მათი ბრალმდებლები.

დღეისათვის რუსეთში 7 ძმა არის გასამართლებული, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე; ისინი დღემდე იხდიან სასჯელს. 250 და-ძმა განაჩენის მოლოდინშია. 41 წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, 23-ს კი შინა პატიმრობა აქვს მისჯილი.

ვლოცულობთ რუსეთში მცხოვრები ჩვენი ერთგული და მამაცი და-ძმებისთვის. დაე იეჰოვამ გააძლიეროს ისინი „მთელი ძალით დიდებული ძლევამოსილებისამებრ“, რათა ყველაფერი მოითმინონ და სულგრძელნი იყვნენ სიხარულით (კოლოსელები 1:11).