2020 წლის 27 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთში ძმა იგორ ივაშინს შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება
2020 წლის 31 მარტს სახას რესპუბლიკაში ლენსკის საოლქო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს ძმა იგორ ივაშინის საქმეზე. პროკურორი მისთვის შვიდწლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
2018 წლის თებერვალში, იაკუტსკის საქალაქო სასამართლოს ნებართვით, პოლიციამ ძმა იგორ ივაშინის სატელეფონო საუბრების მოსმენა დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა რეიდები მოაწყვეს იეჰოვას მოწმეთა რვა სახლში, მათ შორის ძმა იგორის სახლში. იგორი 21 იეჰოვას მოწმესთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხეს. პროკურორის მოადგილე ითხოვდა, რომ იგორ ივაშინისთვის ბრალად წაეყენებინათ „ექსტრემისტული“ საქმიანობისთვის ორგანიზების გაწევა.
2019 წლის 20 ნოემბერს აღნიშნული საქმე დაუბრუნდა პროკურატურას იმის გამო, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი. პროკურატურამ საქმე გაასაჩივრა და კვლავ საოლქო სასამართლოს გადაუგზავნა განსახილველად. საქმეზე მოსმენები დაიწყო 2020 წლის თებერვლის დასაწყისში.
ძმა იგორსა და მის მეუღლეს ორი გოგონა ჰყავთ. იგორის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება მალე იქნება ცნობილი. ვლოცულობთ, რომ მისი ოჯახის წევრებმა ყველაფერი მოითმინონ და სულგრძელნი იყვნენ სიხარულით (კოლოსელები 1:11).