არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 10 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსმა სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეთა, სულ მცირე, 15 სახლი გაჩხრიკეს მოსკოვის ოლქში

რუსმა სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეთა, სულ მცირე, 15 სახლი გაჩხრიკეს მოსკოვის ოლქში

2021 წლის 10 თებერვალს, დილით ადრე, სამართალდამცავებმა ჩვენი და-ძმების, სულ მცირე, 15 სახლი გაჩხრიკეს მოსკოვში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. რეიდები განხორციელდა ადგილობრივი და სახელმწიფო პოლიციის, აგრეთვე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების მიერ. ოფიცრებმა რამდენიმე ძმა დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს. მათგან, სულ მცირე, სამი დააკავეს.

ჩვენ განვაგრძობთ ლოცვას რუსეთში მცხოვრები და-ძმებისთვის და გვჯერა, რომ იეჰოვა გააძლიერებს მათ, რომ გაუძლონ დევნებს (1 პეტრე 5:10).