არჩეულ მასალაზე გადასვლა

რუსტამ სეიდკულიევი მეუღლესთან ერთად ციხიდან გათავისუფლებისას (2023 წლის 7 აპრილი)

19 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსტამ სეიდკულიევი ციხიდან გაათავისუფლეს და დაადეპორტეს

რუსტამ სეიდკულიევი ციხიდან გაათავისუფლეს და დაადეპორტეს

2023 წლის 7 აპრილს რუსტამ სეიდკულიევი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს. რამდენიმე თვის შემდეგ მას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს და 17 სექტემბერს თურქმენეთში გაგზავნეს. მისი მეუღლე იულია იმედოვნებს, რომ მალე ისინი კვლავ ერთად იქნებიან.

რუსტამმა 7 თვეზე მეტი შინაპატიმრობაში გაატარა, ხოლო თითქმის 23 თვე — ციხეში. ამ პერიოდის განმავლობაში ის დადებით განწყობას ინარჩუნებდა და იეჰოვაზე იყო მინდობილი. ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში მან აღნიშნა: „განსაკუთრებით ნაბოთისა და მეფიბოშეთის მაგალითები მამხნევებს. მათ უსამართლოდ დასდეს ბრალი. ამის მიუხედავად, ისინი რწმენასა და ერთგულებას არ კარგავდნენ. მათზე ფიქრი მეხმარება, შევეგუო ჩემს სიტუაციას და მომავლის იმედს ჩავეჭიდო“.

იულიას მხოლოდ სამ თვეში ერთხელ ჰქონდა რუსტამის მონახულების უფლება, მაგრამ ისინი ყოველდღე ამხნევებდნენ ერთმანეთს სატელეფონო საუბრების დროს და ყოველდღიურ მუხლსაც ერთად განიხილავდნენ.

დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე რუსტამმა ასეთი სიტყვები თქვა: „დავრწმუნდი, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავს. ის საჭირო დროს საჭირო სახით ზრუნავს ჩვენზე. ეს კი მისადმი ნდობას ერთიორად მიძლიერებს“.

გვჯერა, იეჰოვა კვლავაც იზრუნებს რუსტამსა და იულიაზე და მათი თავშესაფარი და ციხესიმაგრე იქნება (ფსალმუნი 91:2).