არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 19 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

იეჰოვას მოწმეები რუსეთში სამართალს ეძებენ

იეჰოვას მოწმეები რუსეთში სამართალს ეძებენ

მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს იეჰოვას მოწმეების საჩივარს გენერალური პროკურატურის გამაფრთხილებელი წერილის თაობაზე, სადაც ეს სამართალდამცავი ორგანო რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის დახურვით იმუქრებოდა. სასამართლო 2017 წლის 16 იანვარს მოსკოვის დროით 11:10 სთ-ზე მოისმენს იეჰოვას მოწმეების საჩივარს და, სავარაუდოდ, იმავე დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას.

იეჰოვას მოწმეებს სურთ, დაამტკიცონ, რომ ბრალდება იმის შესახებ, რომ ისინი ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევიან, ყალბ სამხილებსა და დეზინფორმაციას ეფუძნება, რომელთა ავტორებიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ამ უკანასკნელთა მიზანია, მშვიდობისმყოფელი ღვთის მსახურები სასამართლომ სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოაცხადოს. 2016 წლის 12 ოქტომბერს მოსკოვში ტვერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მოსკალენკომ მოწმეებს ნება არ დართო, წარედგინათ მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომასალა, სადაც უფლებამოსილი პირების უკანონო ქმედებები იყო აღბეჭდილი.

საერთაშორისო სამართლის იურისტი ჯეიმზ ანდრიკი აღნიშნავს: „სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. თუ მოსკოვის საქალაქო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საჩივარს, პროკურატურას საშუალება მიეცემა, თავისი ჩანაფიქრი განახორციელოს — იეჰოვას მოწმეების ფილიალის ლიკვიდაცია მოახდინოს და მთელი რუსეთის მასშტაბით შეზღუდოს იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა. მაგრამ, თუ სასამართლო მოწმეების სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, სამართლიანობა ნამდვილად გაიმარჯვებს“.