2017 წლის 4 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
სააპელაციო სასამართლომ დენის კრისტენსენი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
2017 წლის 28 სექტემბერს სამსაათიანი განხილვის შემდეგ ორიოლის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების თანახმად, მოთხოვნა დანიის მოქალაქის, დენის კრისტენსენის, პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. იგი წინასწარ პატიმრობაში დარჩება 2017 წლის 23 ნოემბრამდე.
2017 წლის ივლისში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დენის კრისტენსენს უსამართლოდ გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა ნოემბრამდე, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ გამოძიებისთვის დრო მიეცა, შეეგროვებინა „სამხილები“, რომლებიც დაამტკიცებდა, რომ დენის კრისტენსენი ექსტრემისტულ საქმიანობას ეწეოდა. დენის კრისტენსენის ადვოკატებმა საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. 2017 წლის 4 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ დაიწყო ზემოაღნიშნული საქმის გამოძიება და რუსეთის მთავრობას რამდენჯერმე მიმართა კითხვით დენის კრისტენსენის უფლებების დარღვევის თაობაზე.
დენის კრისტენსენის წინააღმდეგ აღძრული საქმე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან ეს არის იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი პირველი სასამართლო პროცესი საბჭოთა პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც რუსეთში იეჰოვას მოწმეებს მრწამსის გამო აპატიმრებდნენ.