არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 23 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

საერთაშორისო საზოგადოება გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეების მისამართით განხორციელებულ უსამართლო ქმედებებს

საერთაშორისო საზოგადოება გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეების მისამართით განხორციელებულ უსამართლო ქმედებებს

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეების მისამართით განხორციელებული უსამართლო ქმედებების გამო. მათ სიცრუედ შერაცხეს რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ იურიდიული პირების აკრძალვის შემთხვევაში არ შეიზღუდებოდა ცალკეული იეჰოვას მოწმეების რელიგიური მსახურება. ევროკავშირის თქმით, აღნიშნული „განცხადებები სრულ შეუსაბამობაშია მისსავე [რუსეთის მთავრობის] ქმედებებთან“. იმის გამოსავლენად, მოქმედებდა თუ არა რუსეთი თავისი განაცხადის თანახმად იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით, შეერთებულმა შტატებმაც აწარმოა დაკვირვება, რის შემდეგაც ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა: „სახეზე გვაქვს სრულიად საპირისპირო სურათი“.

რუსეთის ხელისუფლებამ რვა იეჰოვას მოწმე მამაკაცი დააპატიმრა; ამჟამად კიდევ თორმეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მოწმეების წინააღმდეგ 11 ქალაქში. მართალია, მოწმეებს ის ფაქტიც აღელვებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს სხვადასხვა კერძო საკუთრების კონფისკაციას, მაგრამ მათი უმთავრესი საწუხარი ის ცალკეული ქრისტიანები არიან, რომელთაც რწმენის გამო უწევთ დევნისა და შევიწროების ატანა.

ევროკავშირმაც და შეერთებულმა შტატებმაც მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, პატივისცემით მოეკიდონ აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლებებს.

იხილეთ შემდეგი ბმულები:

https://www.osce.org/permanent-council/381820

https://www.osce.org/permanent-council/381823