არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსეი ბოგატოვი, ევგენი ფომაშინი და ვლადიმერ მავრინი

ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ანდრეი მურიჩი და სერგეი ტიურინი

29 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
რუსეთი

სარატოვში ხუთი ძმა დამნაშავედ ცნეს

სარატოვში ხუთი ძმა დამნაშავედ ცნეს

2023 წლის 23 ნოემბერს ბალაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ (სარატოვის ოლქი) დამნაშავედ ცნო ალექსეი ბოგატოვი, ევგენი ფომაშინი, ვლადიმერ მავრინი, ანდრეი მურიჩი და სერგეი ტიურინი. ალექსეის და ვლადიმერს 6 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ხოლო ანდრეის, სერგეის და ევგენის ფულადი ჯარიმა დააკისრეს 300 000 რუბლის (3 362$) ოდენობით. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

ამ ხუთი ძმის მაგალითი შეგვახსენებს, რომ თუ მივენდობით იეჰოვას, ნებისმიერ განსაცდელს გადავიტანთ, „რომელსაც სასიხარულო ცნობის გამო“ ვხვდებით (2 ტიმოთე 1:8).

დროის დიაგრამა

  1. 2022 წლის 11 თებერვალი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  2. 2022 წლის 23 მარტი

    ფე-ეს-ბეს ოფიცრებმა გაჩხრიკეს ხუთივე ძმის სახლი. ისინი დაკითხეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

  3. 2022 წლის 25 მარტი

    ძმები გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

  4. 2023 წლის 23 იანვარი

    ძმები გაათავისუფლეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  5. 2023 წლის 21 ივლისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა

  6. 2023 წლის 23 ნოემბერი

    ყველა ძმა დამნაშავედ ცნეს.