არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 16 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების საჩივარი

რუსეთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების საჩივარი

2017 წლის 16 იანვარს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების საჩივარი გენერალური პროკურატურის გამაფრთხილებელი წერილის თაობაზე. სამმა მოსამართლემ იეჰოვას მოწმეების ადვოკატების არც ერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა და 10-წუთიანი შესვენების შემდეგ განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ მხარი დაუჭირა ტვერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2016 წლის 12 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის სასარგებლოდ იქნა მიღებული. შედეგად, ძალაში შევიდა გენერალური პროკურატურის მოთხოვნა რუსეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალის ლიკვიდაციის თაობაზე, რაზეც 2016 წლის 2 მარტით დათარიღებულ გამაფრთხილებელ წერილში იყო საუბარი. ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილება რუსეთში იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლებაზე.