არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 28 ივნისი
რუსეთი

სასამართლომ დენის კრისტენსენის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

სასამართლომ დენის კრისტენსენის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

2017 წლის 21 ივნისს ორიოლის რაიონულმა სასამართლომ დენის კრისტენსენის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ საჩივარი არ დააკმაყოფილა. 2017 წლის 25 მაისს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფე-ეს-ბე) თანამშრომლებმა და შეიარაღებულმა ნიღბიანმა პოლიციელებმა იეჰოვას მოწმეების მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრა ჩაშალეს და დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენი დააპატიმრეს.

არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირები ექსტრემისტულად გამოაცხადა და მათი საქმიანობა აკრძალა. პოლიციის ოფიცრებმა, რომლებმაც 25 მაისს იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრა ჩაშალეს, დამსწრეებს განუცხადეს, რომ რუსეთში ლიკვიდირებული ორგანიზაციის „ექსტრემისტულ“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის ბრალს წაუყენებდნენ. ფე-ეს-ბემ სასამართლოსგან მოითხოვა, რომ დენის კრისტენსენი, რომელიც არასდროს ყოფილა ნასამართლევი, 2017 წლის 23 ივლისამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვოს, ვიდრე პროკურორი სამხილებს მოაგროვებს, რათა მის, როგორც ექსტრემიზმში ბრალდებულის, წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყოს.

იეჰოვას მოწმეები ასაჩივრებენ უზენაესი სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებას. ისინი მზად არიან, დაიცვან თავიანთი უფლება, თავისუფლად შეასრულონ რელიგიური მსახურება, რასაც მხარს უჭერს რუსეთის კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია.