არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 10 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა დენის კრისტენსენის თხოვნა ვადამდელი გათავისუფლების შესახებ

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა დენის კრისტენსენის თხოვნა ვადამდელი გათავისუფლების შესახებ

2021 წლის 10 თებერვალს კურსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა დენის კრისტენსენის თხოვნა ვადამდელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მან სასამართლოს სთხოვა, პატიმრობის დარჩენილი ვადა ფულადი ჯარიმით ჩაენაცვლებინა. დენისი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც აკმაყოფილებს ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნებს, თუმცა მას კვლავ და კვლავ უარს ეუბნებიან თხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ახლახან დენისმა თავის მეუღლეს, ირინას, წერილი მისწერა, რომელშიც მისი ერთ-ერთი საყვარელი მუხლი იყო ციტირებული: „ასე რომ, ნუ მოვიშლით სიკეთის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“ (გალატელები 6:9). მან აღნიშნა, რომ იეჰოვა აუცილებლად დააჯილდოებს მათ, თუ ყოველთვის კარგს გააკეთებენ, დაეხმარებიან სხვებს და ფარ-ხმალს არ დაყრიან. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სურს, ციხიდან გამოსვლისას მისი რწმენა უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მანამდე.

დენისი პატიმრობაში 2017 წლის მაისიდან იმყოფება. დენისი და ირინა კვლავ კარგ მაგალითს გვაძლევენ ყველას, რადგან ენდობიან იეჰოვას, ინარჩუნებენ შინაგან სიმშვიდეს და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ბოლომდე შეინარჩუნონ ერთგულება (ფილიპელები 1:14).