არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 23 თებერვალი
რუსეთი

ორიოლის სასამართლომ დენის კრისტენსენს წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა

ორიოლის სასამართლომ დენის კრისტენსენს წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა

2018 წლის 22 თებერვალს ორიოლის ოლქში მდებარე ჟელეზნოდოროჟნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ალექსეი რუდნევის გადაწყვეტილებით დენის კრისტენსენი 2018 წლის 1 აგვისტომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება. დენის კრისტენსენს ბრალი დასდეს იმის გამო, რომ იგი ექსტრემისტულად გამოცხადებული რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობას ეწეოდა. ის 2017 წლის მაისში დააპატიმრეს, როცა რელიგიურ შეხვედრას ესწრებოდა.

19 თებერვალს საქმის წინასწარი მოსმენისას სასამართლომ ორივე მხარის შუამდგომლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა. 22 თებერვალს კი მოსამართლემ დენის კრისტენსენის ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა. სასამართლო პროცესი 26 თებერვალს, 14:30 წუთზე დაიწყება.

იეჰოვას მოწმეებს მთელ მსოფლიოში ძალიან აღელვებთ დენის კრისტენსენის მდგომარეობა. ისინი აგრეთვე მისი მეუღლის, ირინას, მდგომარეობაზეც ღელავენ და ლოცულობენ, რომ ამ მძიმე პერიოდში სიმტკიცე შეინარჩუნოს. დენის კრისტენსენი უკვე 9 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.