27 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
სასამართლომ ორი ძმა დამნაშავედ ცნო
2023 წლის 20 ივნისს ტაგანროგის საქალაქო სასამართლომ (როსტოვის ოლქი) დამნაშავედ ცნო ალექსანდრე სკვორცოვი და ვალერი ტიბი. სასამართლომ ალექსანდრეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის 2021 წლის 7 დეკემბრიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. რაც შეეხება ვალერის, მას სასამართლომ ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. ის 2022 წლის 18 მაისიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. ვალერი განაჩენის გამოცხადებისთანავე გაათავისუფლეს საპატიმროდან.
ზოგადი ინფორმაცია
ვემადლიერებით იეჰოვას, რომ ზრუნავს ჩვენზე და გვხელმძღვანელობს, რადგან ეს სირთულეების ატანაში გვეხმარება (ფსალმუნი 5:12).
დროის დიაგრამა
2021 წლის 20 მარტი
გაჩხრიკეს სკვორცოვების სახლი.
2021 წლის 7 დეკემბერი
მეორედ გაჩხრიკეს სკვორცოვების სახლი. იმავე დღეს ჩხრეკა ჩატარდა კიდევ 29 იეჰოვას მოწმის სახლში. ალექსანდრეს ბრალი წაუყენეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
2021 წლის 8 დეკემბერი
ალექსანდრე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2022 წლის 29 მარტი
ვალერის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 31 მარტი
გამომძიებლებმა ალექსანდრესა და ვალერის საქმეები ერთ საქმეში გააერთიანეს.
2022 წლის 18 მაისი
ვალერი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
2022 წლის 26 მაისი
ვალერი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2022 წლის 6 დეკემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2023 წლის 20 ივნისი
ალექსანდრეს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ვალერის ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს.