2013 წლის 11 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
„დღეს 1937 წელი არ არის“
2012 წლის 16 აპრილს, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ პერმში ალექსანდრე სალავიოვი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, 1 000 რუბლით (დაახლოებით 30 აშშ დოლარი) დააჯარიმეს იმის გამო, რომ დაქირავებულ დარბაზში „აკრძალულ რელიგიურ მსახურებას“ ასრულებდა.
მას შემდეგ, რაც რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სალავიოვისთვის წაყენებული ყველა „ბრალდება“ ყურადღებით მოისმინა, ქვემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა.
მოსამართლემ სასამართლო გადაწყვეტილება ხმამაღლა წაიკითხა, შემდეგ მიუბრუნდა სალავიოვს და უთხრა: „წინააღმდეგობრივი კანონმდებლობისა და თქვენზე წინასწარ შექმნილი აზრის მიუხედავად, დღეს 1937 წელი არ არის, როცა ფაქტებზე თვალს ვხუჭავდით. დაე, ჩვენი საზოგადოება უფრო ლმობიერი და ზნეობრივად სუფთა გახდეს თქვენი საგანმანათლებლო საქმის წყალობით!
“.
1937 წელს დიქტატორმა სტალინმა გამოსცა ბრძანება №00447 და დაიწყო ტერორის ეპოქა. მათ, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ასამართლებდნენ და აპატიმრებდნენ. ოფიციალური ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ათობით ათასი ადამიანი შრომა-გასწორების კოლონიებში გააგზავნეს, 300 000-ზე მეტი კი სიკვდილით დასაჯეს.