არჩეულ მასალაზე გადასვლა

ცოლ-ქმარი აკოფიანები (წინ შუაში) და მათ მხარდასაჭერად სასამართლოზე მისული და-ძმები

2019 წლის 6 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

სასამართლო აუქმებს არკადია აკოფიანის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას

სასამართლო აუქმებს არკადია აკოფიანის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას

2019 წლის 1 მარტს, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ძმა არკადია აკოფიანის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი. მის საქმეზე სასამართლო განხილვა ერთ წელზე მეტხანს გრძელდებოდა. მას უსაფუძვლოდ ედებოდა ბრალი „ექსტრემისტული“ ლიტერატურის გავრცელებასა და ხალხში „რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში“.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ქვემო ინსტანციის სასამართლომ 70 წლის ძმა არკადია აკოფიანს დააკისრა სამოქალაქო სამსახურის შესრულება. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვემო ინსტანციის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება.

ვემადლიერებით იეჰოვას ამ გამარჯვებისთვის და ვიზიარებთ ძმა არკადია აკოფიანის სიხარულს. გამუდმებით ვლოცულობთ, რომ ჩვენმა და-ძმებმა შეძლონ განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნება (2 თესალონიკელები 1:4).