არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 5 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

უზენაესი სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე

უზენაესი სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე

დღეს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობების განხილვისა და მათი არგუმენტების მოსმენის შემდეგ იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე საქმის განხილვა გადადო. იუსტიციის სამინისტრო ითხოვს, რომ „იეჰოვას მოწმეებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრის საქმიანობა ექსტრემისტულად გამოცხადდეს, აიკრძალოს და მოხდეს ამ იურიდიული პირის ლიკვიდაცია“. სასამართლო პროცესი განახლდება 2017 წლის 6 აპრილს 14:00 სთ-ზე.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი მარკ სანდერსონი, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა, აღნიშნავს: „უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის შუამდგომლობების უმეტესობა არ დააკმაყოფილა, რაც ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომას სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდა; დარბაზში აგრეთვე იმყოფებოდნენ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს სასამართლო პროცესი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია“.