2017 წლის 12 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მოისმინა იეჰოვას მოწმეების არგუმენტები
2017 წლის 12 აპრილს უზენაესმა სასამართლომ განაგრძო რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე საქმის განხილვა. პროცესი მეოთხე დღეა მიმდინარეობს. იეჰოვას მოწმეების ადვოკატებმა იმის დამადასტურებელი არგუმენტები წარმოადგინეს, რომ იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა არღვევს რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებასა და ქვეყნის კონსტიტუციას.
იურისტებმა აღნიშნეს, რომ მოწმეების საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტრო არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს. ეს ხელშეკრულებები, ისევე როგორც რუსეთის კონსტიტუცია, იცავს სინდისის, რელიგიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლებას; ამასთანავე, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებას (კანონიერი გაერთიანებების შექმნის უფლება).
ოთხმა იეჰოვას მოწმემ ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ მათი კრებები არ იყენებდნენ ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეტანილ პუბლიკაციებს, და რომ მოწმეებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ექსტრემიზმთან. სასამართლოში საქმის განხილვა 2017 წლის 19 აპრილს 10:00 სთ-ზე განახლდება.