არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 1 მარტი
რუსეთი

ორიოლის სასამართლო დენის კრისტენსენის საქმის განხილვას 2018 წლის 3 აპრილს განაახლებს

ორიოლის სასამართლო დენის კრისტენსენის საქმის განხილვას 2018 წლის 3 აპრილს განაახლებს

2018 წლის 19 თებერვალს ორიოლის ოლქში მდებარე ჟელეზნოდოროჟნის რაიონულ სასამართლოში დენის კრისტენსენის საქმის განხილვა დაიწყო. ამ სასამართლო პროცესს მისი უამრავი მხარდამჭერი ესწრებოდა. დამსწრეთა შორის იყო დანიის სამეფოს საელჩოს კონსული ჯინ კრისტინა დემირსი, რომელიც პროცესზე დასასწრებად მოსკოვიდან ჩავიდა. ერთსაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე ალექსეი რუდნევმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დენის კრისტენსენსა და მის ადვოკატებს დამატებითი დრო მისცა საქმის მასალებთან გასაცნობად. ამ სასამართლო პროცესამდე სოვეტსკის რაიონულმა სასამართლომ დენის კრისტენსენს და მის ადვოკატებს მხოლოდ ორი კვირა მისცა რუსულ ენაზე დაბეჭდილი 2 500-გვერდიანი მასალის შესასწავლად, რითაც, ფაქტობრივად, მისი უფლება შეზღუდა. მოსამართლე რუდნევმა სასამართლო პროცესი 2018 წლის 3 აპრილს, 10:30 წუთზე დანიშნა. ამ დროის განმავლობაში დენის კრისტენსენი წინასწარ პატიმრობაში დარჩება.