არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 6 აპრილი
რუსეთი

რუსეთის უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვას განაგრძობს

რუსეთის უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვას განაგრძობს

უკვე მეორე დღეა რუსეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნას იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე. სასამართლო განხილვა 2017 წლის 7 აპრილს, პარასკევს 10:00 სთ-ზე გაგრძელდება.

ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნათლად გამოჩნდა, რომ იუსტიციის სამინისტროს არანაირი საფუძველი არ გააჩნია, მოითხოვოს ჩვენი რელიგიური საქმიანობის აკრძალვა. როგორც იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, თუ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალება, დაიწყება მათი სისხლის სამართლებრივი დევნა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ლოცვისთვის ერთად შეიკრიბებიან. ვიმედოვნებთ, რომ უზენაესი სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და არ დაუშვებს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. +7-812-702-2691