27 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
სერგეი კლიმოვი ციხიდან გაათავისუფლეს
2023 წლის 26 ივლისს, ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, სერგეი კლიმოვი ქალაქ ასტრახანის (რუსეთი) სასჯელაღსრულების კოლონიიდან გაათავისუფლეს. ის 2018 წლის 3 ივნისს დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 2019 წლის 5 ნოემბერს პატიმრობა მიუსაჯეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ციხეში ყოფნის დროს დაახლოებით 9 თვის განმავლობაში სერგეის არ აძლევდნენ მეუღლის ნახვის უფლებას. გარდა ამისა, სერგეიმდე არ მისულა იმ წერილების უმრავლესობა, რასაც მას უგზავნიდნენ. ციხეში ცუდი პირობების გამო მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. მიუხედავად ამისა, ის დადებით განწყობას ინარჩუნებდა, რაშიც ლოცვა და ბიბლიის კითხვა ეხმარებოდა.
სერგეის თავისი მრწამსის გამო დასდეს ბრალი ექსტრემიზმში. სასამართლო მოსმენაზე სერგეიმ გაბედულად დაიცვა თავისი პოზიცია და ახსნა, რატომ უზიარებდა ხალხს ბიბლიურ ცნობას. მან თქვა: „ჩემი ღმერთი, იეჰოვა, მოსიყვარულე და სამართლიანია. მეც სიყვარული აღმძრავს სხვების დახმარებისკენ და არა სიძულვილი და ექსტრემიზმი“.
ვხარობთ, რომ სერგეი კვლავ დაუბრუნდა თავის მეუღლეს, იულიას. ამასთანავე, მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა სერგეის ერთგულების შენარჩუნებაში დაეხმარა (იესო ნავეს ძე 24:14).