არჩეულ მასალაზე გადასვლა

სონა ოლოპოვა

30 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
რუსეთი

სონა ოლოპოვას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს შრომა-გასწორების კოლონიაში

სონა ოლოპოვას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს შრომა-გასწორების კოლონიაში

2024 წლის 25 იანვარს ტოლიატის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ (სამარის ოლქი) დამნაშავედ ცნო სონა ოლოპოვა და მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სონა შრომა-გასწორების კოლონიაში მოიხდის სასჯელს და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს შეასრულებს.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც სიყვარულით უხელმძღვანელებს და მფარველობას გაუწევს სონას და მასზე მინდობილ ყველა ერთგულ მსახურს (ფსალმუნი 86:2).

დროის დიაგრამა

  1. 2023 წლის 15 მაისი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  2. 2023 წლის 16 მაისი

    გაჩხრიკეს სონას სახლი. სონა დაჰკითხეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  3. 2023 წლის 6 სექტემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  4. 2024 წლის 25 იანვარი

    დამნაშავედ ცნეს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს შრომა-გასწორების კოლონიაში.

a სონა ოლოპოვასთან ინტერვიუ მის დაპატიმრებამდე ავიღეთ.