არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 11 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის უზენაეს სასამართლოში განახლდება სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ აღძრული საქმის მოსმენა

რუსეთის უზენაეს სასამართლოში განახლდება სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ აღძრული საქმის მოსმენა

2014 წლის 12 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოში დაგეგმილია სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ აღძრული საქმის მოსმენა. ამ საქმის განხილვა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, 8 ოქტომბერს დაიწყო. სასამართლომ პატივი დაგვდო და ამ საქმის განხილვისთვის დიდი დარბაზი გამოყო, რომელიც სავსე იყო მედიის წარმომადგენლებით და საელჩოების მიერ გამოგზავნილი დამკვირვებლებით, აგრეთვე ადვოკატებით და იმ იეჰოვას მოწმეებით, რომლებიც თანამორწმუნეების მხარდასაჭერად იყვნენ მოსული. სხვადასხვა პროცედურული საკითხის განხილვის შემდეგ სასამართლომ გადადო საქმის მოსმენა.

იეჰოვას მოწმეების რუსეთის ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენელმა, ვასილი კალინმა, აღნიშნა: „დიდი იმედი გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლოს პატივცემული მოსამართლეები ამ საქმის განხილვის დროს სამართალს აღადგენენ, დემოკრატიული საზოგადოების კონსტიტუციური ღირებულებების თანახმად იმოქმედებენ და არ დააკმაყოფილებენ პროკურორის მოთხოვნას“. იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დაიცავს რელიგიის თავისუფლებას, რის გარანტიასაც რუსეთის კონსტიტუცია იძლევა.