არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: კიშტა ტუტინოვა, ცაგან ხალგაევა და ეკატერინა მენკოვა

28 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ყალმუხეთის რესპუბლიკაში სამი იეჰოვას მოწმე დამნაშავედ ცნეს

ყალმუხეთის რესპუბლიკაში სამი იეჰოვას მოწმე დამნაშავედ ცნეს

2024 წლის 24 ივნისს ელისტის საქალაქო სასამართლომ (ყალმუხეთის რესპუბლიკა) გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ცაგან ხალგაევას, ეკატერინა მენკოვას და კიშტა ტუტინოვას. ცაგანსა და ეკატერინას ორ-ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, კიშტას კი – სამწლიანი. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

გვამხნევებს ამ დების ძლიერი რწმენის მაგალითები და გვიხარია, რომ იეჰოვას არცერთი ჩვენი განსაცდელი არ რჩება შეუმჩნეველი. ის უხვად გვაკურთხებს ერთგულებისთვის (ფსალმუნი 37:18).

დროის დიაგრამა

  1. 2023 წლის 16 თებერვალი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კიშტას წინააღმდეგ.

  2. 2023 წლის 28 თებერვალი

    გაჩხრიკეს სახლები. კიშტა გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

  3. 2023 წლის 1 მარტი

    ცაგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. კიშტა გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და შინაპატიმრობა დაუწესეს.

  4. 2023 წლის 21 ივლისი

    კიშტას შინაპატიმრობა მოუხსნეს.

  5. 2023 წლის 19 დეკემბერი

    საქმე აღიძრა ეკატერინასა და ცაგანის წინააღმდეგ. ორივეს დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  6. 2024 წლის 9 თებერვალი

    კიშტას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  7. 2024 წლის 1 აპრილი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  8. 2024 წლის 24 ივნისი

    სამივე დამნაშავედ ცნეს და შეუფარდეს პირობითი სასჯელი.