არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვლადიმერ სუვოროვი და მისი მეუღლე ვალენტინა

2021 წლის 15 ივნისი
რუსეთი

ჩელიაბინსკში მცხოვრები სამოცდათხუთმეტი წლის ძმა მოთმინებით იტანს დევნას

ჩელიაბინსკში მცხოვრები სამოცდათხუთმეტი წლის ძმა მოთმინებით იტანს დევნას

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვლადიმერ სუვოროვის საჩივარი

2021 წლის 15 ოქტომბერს ჩელიაბინსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა ვლადიმერის საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის გამოტანილი განაჩენი. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 1 ივლისს ჩელიაბინსკში მდებარე მეტალურგიჩესკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 75 წლის ძმა ვლადიმერ სუვოროვი და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ზოგადი ინფორმაცია

ვლადიმერ სუვოროვი

  • დაბადების წელი: 1946 (ჩელიაბინსკი)

  • ბიოგრაფია: მუშაობდა მექანიკოსად, თეატრის მსახიობად, აგრეთვე კულტურის სახლის დირექტორის მოადგილედ საბჭოთა კავშირის დროს. უყვარს სიმღერების წერა და გიტარაზე დაკვრა.

    1973 წელს დაქორწინდა ვალენტინაზე. მოინათლა 1993 წელს. ვლადიმერსა და ვალენტინას ერთი ვაჟი ჰყავდათ, რომელიც 2014 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.

სასამართლო საქმე

2020 წლის 16 იანვარს ჩელიაბინსკში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 75 წლის ძმის, ვლადიმერ სუვოროვის წინააღმდეგ. მას ბრალად სდებენ რელიგიური საქმიანობის ორგანიზებას, რაშიც შედის რელიგიური სიმღერების მღერა, ლოცვა და ბიბლიურ მუხლებზე მსჯელობა.

2020 წლის თებერვალში სამართალდამცავებმა დაიწყეს ვლადიმერის დაკითხვები და აუკრძალეს საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება. 2020 წლის 17 ივნისს მას ფორმალურად დასდეს ბრალი. ვლადიმერი ამბობს, რომ განსაცდელები, რომლებსაც ამ უსამართლობის შედეგად შეხვდა, უმძიმესი იყო მის ცხოვრებაში. მიუხედავად ამისა, ის აღნიშნავს: „ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, არასოდეს გვტოვებს იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა დღითი დღე ძლიერდება. მე და ვალენტინა მუდამ ვგრძნობთ იეჰოვას ხელს. ის გვამხნევებს, გვაძლიერებს და გვანუგეშებს ჩვენი ძვირფასი და-ძმების მეშვეობით, მათი მეშვეობითაც კი, რომლებიც ჩვენს კრებაში არ არიან“.

2021 წლის 11 მარტს, იმ სასამართლომ, რომელიც ახლა ვლადიმერის საქმეს განიხილავს, დამნაშავედ ცნო 73 წლის და ვალენტინა და ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. ორივე მათგანი დარწმუნებულია, a რომ იეჰოვა ყოველთვის მათ გვერდით იქნება (ფსალმუნი 118:6).

a უყურეთ ცოლ-ქმარ სუვოროვების ინტერვიუს 2021 წლის ხელმძღვანელი საბჭოს მე-4 ანგარიშში (10:02).