არჩეულ მასალაზე გადასვლა

ელენა გადრშინა

3 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2024
რუსეთი

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვაა“

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვაა“

ვისელკოვსკის რაიონული სასამართლო (კრასნოდარის მხარე) მალე განაჩენს გამოიტანს ელენა გადრშინას საქმეზე. ბრალდების მხარეს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მისთვის.

ზოგადი ინფორმაცია

ელენას მსგავსად ჩვენც გვახარებს იმის ცოდნა, რომ შეგვიძლია ყოველთვის გვქონდეს იეჰოვას ძალის იმედი (ფსალმუნი 54:1, 2).

დროის დიაგრამა

  1. 2022 წლის 13 თებერვალი

    გაჩხრიკეს ელენას სახლი. ჩამოართვეს ელექტრონული მოწყობილობები, საბანკო ბარათები და პირადი ჩანაწერები.

  2. 2023 წლის 15 ივნისი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  3. 2023 წლის 10 აგვისტო

    დაკითხეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  4. 2024 წლის 30 იანვარი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.