არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 10 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა ალექსანდრე ივშინს შვიდწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც ყველაზე ხანგრძლივი სასჯელია 2017 წლის აკრძალვის შემდეგ

ძმა ალექსანდრე ივშინს შვიდწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც ყველაზე ხანგრძლივი სასჯელია 2017 წლის აკრძალვის შემდეგ

2021 წლის 10 თებერვალს კრასნოდარის მხარეში მდებარე აბინსკის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 63 წლის ძმა ალექსანდრე ივშინს და შვიდწელიწადნახევრიანი პატიმრობა შეუფარდა მას. ეს ყველაზე მკაცრი სასჯელია 2017 წლის იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვის შემდეგ.

ძმა ალექსანდრეს წინააღმდეგ 2020 წლის 23 აპრილიდან არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მას „ბრალი დასდეს“ რელიგიური მსახურების ვიდეოკონფერენციით ჩატარების ორგანიზებაში და სამეფო სიმღერების მღერაში. სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით გამოსვლისას მან ზედმიწევნით ახსნა, რომ მის მრწამსს ბიბლიური საფუძველი ჰქონდა და აღნიშნა: „პატივცემულო სასამართლო, ჩემი რელიგია მთლიანად ბიბლიურ პრინციპებს ეფუძნება და იქ არ არსებობს არანაირი ექსტრემიზმი და სიძულვილი“.