2021 წლის 7 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა ალექსეი ბუდენჩუკი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს
2021 წლის 6 ივლისს ძმა ალექსეი ბუდენჩუკი ორენბურგის ციხიდან გაათავისუფლეს სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ. ის ერთ-ერთია იმ ექვსი ძმიდან, რომლებიც ქალაქ სარატოვში დააპატიმრეს 2019 წლის სექტემბერში. ამჟამად მათგან ექვსი კვლავ რჩება ციხეში. ალექსეის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა 800 კილომეტრზე მეტი გაიარეს, ალექსეის რომ დახვედროდნენ ციხიდან გამოსვლისას. ის ახლა დაბრუნდება თავის ოჯახთან სარატოვში.