არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანჯეი და ანა ონიშჩუკები კიროვის საოლქო სასამართლოს დერეფანში

2019 წლის 6 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა ანჯეი ონიშჩუკი 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

ძმა ანჯეი ონიშჩუკი 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

2019 წლის 3 სექტემბერს ძმა ანჯეი ონიშჩუკი გაათავისუფლეს, რომელიც 2018 წლის 9 ოქტომბრიდან მოყოლებული რწმენის გამო პატიმრობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ის სამარტოო საკანში იჯდა. ანჯეის თავის მეუღლესთან, ანასთან არც შეხვედრის უფლება ჰქონდა და არც საუბრის. მართალია, მას შინ დაბრუნების უფლება მისცეს, მაგრამ არაერთი შეზღუდვა დაუწესეს, მაგალითად აეკრძალა შორს გამგზავრება. მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჯერაც არ დახურულა.

გვიხარია, რომ ამ რთულ პერიოდში ანჯეი და მისი მეუღლე ძლიერ რწმენას ინარჩუნებენ. ვემადლიერებით იეჰოვას, რომ უპასუხოდ არ ტოვებს ბორკილებში მყოფთათვის წარმოთქმულ ლოცვებს (კოლოსელები 4:2, 3).